ზუგდიდში,გაგარინის ქუჩაზე გუბერნატორის დავალებით,მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები ვიცე-მერის ზედამხედველობით მიმდინარეობს.
დღეს,დილიდან,ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაგარინის ქუჩაზე მდებარე სამანქანო ხიდისა და მდინარე სინწას კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ.
დასუფთავების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად მონაწილეობს.გაწმენდით სამუშაოებს გუბერნატორი და ვიცე-მერი ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები