Financial Times–ის ინფორმაციით, კომპანიამ ზრდის ტემპებით გაუსწრო მთავარ კონკურენტს Google–ს.ორშაბათს Facebook–ის აქციები 0,8%–ოთ გაიზარდა და 77,89 დოლარს მიაღწია. ორ ნახევარი წლის წინ კი კომპანიამ 38 დოლარით დაიწყო.
გამოცემის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კაპიტალის მოცულობით Facebook–ი უსწრებს ბაზრის ისეთ ვეტერანებს როგორიცაა Toyota, Coca Cola და Bank of America, და HSBC–ს უახლოვდება.
Facebook–ის წარმატებას მათ შორის იმ სიახლესაც უკავშირებენ, რომელიც ნახვების მთვლელის დაყენებას გულისხმობს და რეკლამების დამკვეთებისთვისაა განკუთვნილი.
Google–ი ბირჟაზე Facebook–ზე ადრე, 2004 წელს გავიდა, თუმცა 200–მილიარდიან კაპიტალიზაციას მხოლოდ IPO–დან სამი წლის თავზე მიაღწია. Google–ის კაპიტალიზაციამ კი ბოლო ორი წლის განმავლობაში 400 მილიარდი შეადგინა, თუმცა ზრდის ტემპებით კორპორაცია Facebook–ს ჩამორჩება.
მარტში Facebook–მა მობილური რეკლამის ახალი ფორმატი წარმოადგინა – 15–წამიანი ვიდეორგოლები, რომლებიც ავტომატურად ირთვება.
ივლისში კომპანიამ ღილაკ „შეძენის“ ტესტირება დაიწყო, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია საქონლის შეკვეთა, რომლის რეკლამაც სოციალურ ქსელში მიმდინარეობს. ეს ოპერაცია, პირველ რიგში, განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც Facebook–ზე სმარტფონების საშუალებით შედიან.
eMarketer–ის შეფასებით, Facebook–ის წილი მობილური რეკლამის გლობალურ ბაზარზე წელს 22,3%–ს მიაღწევს (2012 წლისთვის ეს მაჩვენებელი 5,4% იყო). ამ წილით Facebook–ი ხდება მსოფლიოში ფულის ნომერ მეორე მიმღები მობილური რეკლამიდან და პირველობას მხოლოდ Google–ს უთმობს, რომელზეც ბაზრის დაახლოებით 50% მოდის. მესამეა Twitter–ი, თუმცა მისი წილი 3%–ზე ნაკლებადაა შეფასებული.
მასალის გამოყენების პირობები