52 წლის ბონდო რუხაია მაშინ დაიხრჩო,როდესაც მდინარე ენგურიდან ჩამოტანილ ხის მორებს ნავით აგროვებდა.წინასწარი ინფორმაციით,გარდაცვლილს ნავი გადაუბრუნდა.ის შემთხვევის ადგილზე მარტო იმყოფებოდა.
შეტყობინება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამაშველო სამსახურმა 02:00 საათზე მიიღო, სამუშაოები კი 06:00 საათიდან დაიწყო. დაახლოებით 08:00 საათისთვის ცხედარი მყვინთავებმა იპოვეს.ამჟამად მისი ამოსვენების პროცესი მიმდინარეობს.
მაშველი გიორგი ცხადაია აცხადებს, რომ სამძებრო სამუშაოებს წყალში დაბალი ხილვადობა უშლიდა ხელს, თუმცა,ცხედრის პოვნა გადაბრუნებული ნავის ადგილმდებარეობის საშუალებით მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცავები და რუხაიას ახლობლები იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები