ზუგდიდში, გვიან ღამით, 3 ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმმა კარები შეამტვრია და ამ ფორმით შევიდნენ მათ სახლებში ღამის 3:00 საათისთვის, რა დროსაც ყველას ეძინა, მათ შორის ბავშვებსაც.
ოჯახის წევრების თქმით, გელა ქანთარიას, ლაშა ჩაჩხუნაშვილსა და გიორგი გარბაიას ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან.
"ღამის სამი საათი იქნებოდა, გვეძინა სახლში, ვიწექით, შემოგვივარდა შეიარაღებული ხალხი. კარის გაღებაც ვერ მოვასწარით კარები შემომიმტვრიეს. ნახევარი საათი ზემოთ იყვნენ ასული, აიღეს პროცესორი, ვეხვეწებოდი მითხარით, რისთვის იჭერთ ჩემს შვილს-თქო, ბოლოს მითხრეს, ქურდული მენტალიტეტის წევრი არისო", -განცხადა ერთ-ერთი დაკავებულის დედამ.
სამივე დაკავებული ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში არიან გადაყანილი. დაკავაბულებთან ადვოკატებს არ უშვებენ.
"როგორც ოჯახმა გაიგო, დაკავება მოხდა იმის გამო, რომ რაღაც ეჭვი არსებობს იმისა, რომ ეს ადამიანები კავშირში არიან ქურდულ სამყაროსთან. ორდერის საფუძველზე დაკავებულთან შეხვედრა მოვითხოვეთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერც პასუხი მივიღეთ რა ხდება, რატომ არ გვიშვებენ, ვერ ვახერხებთ შეხვედრას ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთან",- განაცხადა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა.
როგორც News.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უწყება მომხდართან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები