ინგრედიენტები:
სოკო 250 გ
კარტოფილი 100 გ
ხახვი 1
სტაფილო 1
ნაღები 10-20% 100 გ
ნიორი 1 კბილი
თეთრი ღვინო 50 მლ
წყალი 250 მლ
მარილი და პილპილი
მწვანილი
1 საშუალო ან 2 პატარა პური
მომზადების წესი:
ხახვი, სტაფილო და დაჭრილი სოკო ტაფაზე მოშუშეთ. დაასხით ღვინო და წამოადუღეთ. სითხე რომ განახევრდება, დაამატეთ კარტოფილი, წყალი და მოხარშეთ. წვნიანი ბლენდერში ათქვიფეთ, ჩაამატეთ ნაღები და კიდევ წამოადუღეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი.
პურს თავი წავაჭრათ და გული ამოვუღოთ, შევდოთ ღუმელში და დავბრაწოთ, ცოტა უნდა გამაგრდეს . მპოვუსვათ შიგნიდან ნივრის გაჭრილი კბილი და ჩავასხათ წვნიანი, ზემოდან მწვანილი მოვაყაროთ.
მასალის გამოყენების პირობები