ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში მცხოვრები ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. გერმანიაში გარდაცვლილი ზაზა კულუას ახლობლები მთავრობას ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვენ.
გერმანული კანონმდებლობით, გარდაცვლილი ხვალ უნდა დაკრძალონ. ოჯახის წევრები და ნათესავები კი ამბობენ, რომ მათ გადმოსვენების თანხა არ გააჩნიათ.
ზაზა კულუა გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში სამკურნალოდ იმყოფებოდა. ის 4 სექტემბერს ადგილობრივ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები