რუბრიკები
თენგიზ ჯგუშიას სასამართლო პროცესზე მერაბ ქვარაია არ გამოცხადდა (ვიდეო)
სამოქალაქო მოძრაობის „სამეგრელოს ხმა“ ლიდერის თენგიზ ჯგუშიას ბრალდების საქმეზე, დაზარალებულად მიჩნეული , ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარია სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა.  პროკურორმა ფელიქს ჯალაღონიამ პროცესზე ქვარაიას არგამოცხადების მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. მოსამართლე დავით გელაშვილმა პროცესი 12 სექტემბერს დანიშნა, თუმცა სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე პროცესზე ხვალაც ვერ გამოცხადდება, რადგან ის  12 სექტემებრს  თბილისში მივლინებით მიემგზავრება. „გუშინ, საზოგადოებრივი ინტერესისთვის  თავის არიდების გამო, ტენდენციურმა პროკურორმა მერაბ ქვარაია სასამართლო პროცესზე მესიჯებით გამოიძახა  და წამებში მოვიდა, ისე რომ გაფრთხილებულები არ ვიყავთ. დღეს კი ქვარაიამ საკრებულოს სხდომა მოიმიზეზა და არ გამოცხადდა. დასკვნები საზოგადოებისთვის მიმინდვია“, - აცხადებს თენგიზ ჯგუშია. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 სექტემბერს “სამეგრელოს ხმის“ ლიდერის თენგიზ ჯგუშიას ბრალდების  საქმეზე ორი მოწმის დაიკითხვის შემდეგ,  სასამართლო პროცესზე , დაცვისმხარისთვის მოულოდნელად, პროკურორმა დასაკითხად,  დაზარალებულად მიჩნეული, ზუგდიდის  საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია გამოიძახა, რასაც თენგიზჯგუშიას და მისი ადვოკატის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მოსამართლე დავით გელაშვილმა პროცესი 12 სექტემბრისთვის ჩანიშნა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.