კოლიცია ქართული ოცნების წევრები #67 საარჩევნო ოლქში არჩვნების შედეგებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით მათ კონკრეტული ფაქტები და ვიდეო მასალები გააჩნიათ, რომელიც ოლქში არჩევნების გაყალბების ფაქტებზე მეტყველებს. გუშინ კოალიციის წევრებმა საჩივრით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს. კომისიის წევრებმა იმ 5 უბნიდან, რომლებზეც დარღვევები იყო აღმოჩენილი 2 უბნის შემაჯამებელი ოქმის შედეგები განიხილეს. კენჭისყრის შედეგად 31–ე და 85–ე უბნების ბათილად ცნობის შესახებ კოალიციის წევრების საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი ალსანიამ ფეისბუქის საშუალებით მიმართვა გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ ზუგდიდში არჩვნები გააყალბეს.
"15.00 საათზე ვიკრიბებით საოლქო საარჩევნო კომისიასთან, რათა კიდევ ერხელ დავნახოთ ყველას, რომ ზუგდიდი ირჩევს თავისუფლებას, სამართლიანობას და ზუგდიდი უარს ეუბნება ახალაიების მოძალადე კლანს.” –ნათქვამია მიმართვაში
მასალის გამოყენების პირობები