პოლ გრინგრასი („ბორნის უპირატესობა“, „კაპიტანი ფილიპსი“) დრამის „ამერიკული კოშმარი“ რეჟისორის სავარძელს უმიზნებს.
მომავალ ფილმს საფუძვლად დაედება სტატია Vanity Fair-დან „ამერიკული კოშმარი: ბალადა რიჩარდ ჯუელზე/ American Nightmare: The Ballad of Richard Jewell“. ის ეძღვნება სკანდალს, რომლიც უკავშირდება 1996 წელს ატლანტის ოლიმპიადაზე მომხდარ ტერაქტს.
ჯონა ჰილი შეასრულებს რიჩარდ ჯუელის, დაცვის თანამშრომლის როლს, რომელმაც აღმოაჩნა ჩანთა , რომელშიც ბომბი იყო. მან შეატყობინა პოლიციას, სანამ აფეთქება მოხდებოდა და ამით მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ამის მიუხედავად, სამი დღის შემდეგ ჯუელი მთავარ ეჭვმიტანილად მიიჩნიეს, მედიამ კი „ეროვნული გმირის“ რეპუტაცია მიწასთან გაასწორა, გადაქცია რა ის ამერიკული საზოგადოებისთის პოტენციურ ტერორისტად.
ლეონარდო დიკაპრიო ჯუელის ადვოკატის როლს შეასრულებს, რომელმაც ეჭვმიტანილის სრული უდანაშაულობა დაამტკიცა.
მასალის გამოყენების პირობები