130-მდე უკრაინელი ბავშვი, ორი კვირის განმავლობაში ,,მომავლის ბანაკში" დაისვენებს, - ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი.
სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე დღეს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მხრიდან უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდაჭერის მიზნით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოზარდებისათვის სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაზე.
უკრაინელი მოზარდების ქალაქ ანაკლიაში,,,მომავლის ბანაკში" დასვენების ორგანიზება და კოორდინაცია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაევალა. პროექტში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მონაწილეობენ.
პროექტის ფარგლებში 130-მდე უკრაინელი ბავშვი, ორი კვირის განმავლობაში ,,მომავლის ბანაკში" დაისვენებენ.
მასალის გამოყენების პირობები