ინგრედიენტები:
რძე 750 მლ
სიმინდის სახამებელი 50 გ
შაქარი 80-90 გ
კვერცხის გული 6
შაქარი 4 ს.კ (ცალკე)
ლიმონის ცედრა 1
მომზადების წესი:
80 გ შაქარი და კვერცხის გულები კარგად გავთქვიფოთ.
ერთ ჭიქა რძეში გავხსნათ სახამებელი, დავუმატოთ გათქვეფილი კვერცხისა და შაქრის მასას.
დანარჩენი რძე დავდგათ ცეცლხზე.
როდესაც ადუღდება, ჩავუმატოთ ლიმონის ცედრა, სახამებლისა და კვერცხის გულებისგან მომზადებული მასა და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ, თან ვურიოთ.
კრემი როდესაც კარგად შესქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავანაწილოთ ცეცხლგამძლე ფიალებში და შევდგათ მაცივარში.
უკვე გაციებულ, გამკვრივებულ კრემს ზემოდან მოვაყაროთ დარჩენილი შაქრის ფხვნილი და ცოტა ხნით შევდგათ ღუმელში, რომ ზემოდან მოიბრაწოს.
მასალის გამოყენების პირობები