#67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ კოალიცია ქართული ოცნების მიერ ოლქის 111–ვე უბანზე შედგების ბათილად ცნობის შესახებ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
საოლქო სარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ კოლიციის წევრების მიერ წარდგენილი მასალები არ იყო საკმარისი არჩევნების შედეგების გასაბათილებლად.
როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნანა ოყუჯავამ რადიო "ათინათთან" საუბრისას აღნიშნა, კომისიამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო.
კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი სარჩევნო კომისიის წევრი ემზარ კაკულია აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა ნაციონალური მოძარობის წარმომადგენლებმა იქონიეს. მისივე თქმით კოალიცია დავას სასამართლოში განაგრძობს.
მასალის გამოყენების პირობები