ინგრედიენტები:
1,8 კგ. უკურკო ყურძენი (მწვანე ან შერეული)
225 გ. ნაღების ყველი
225 გ. არაჟანი
100 გ. თეთრი შაქარი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
110 გ. თხლად დაჭრილი თხილი
პირველი ეტაპი:
გარეცხეთ და გაამშრალეთ ყურძენი. დიდ თასში ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი, ნაღების ყველი, თეთრი შაქარი და ვანილი. თასში ჩაამატეთ ყურძნის მარცვლები და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.
მეორე ეტაპი:
სალათას ზევიდან მოაყარეთ ყავისფერი შაქარი და შემდეგ დაჭრილი თხილი. მოურიეთ ბოლოჯერ და მირთმევამდე მაცივარში შედგით გასაცივებლად.
მასალის გამოყენების პირობები