„დივერგენტის“ ვარსკვლავი ტეო ჯეიმსი განახლებული ფრენჩაიზიის „სხვა სამყარო/ Underworld“ მთავარი გმირი იქნება.
2012 წლის ფილმში „სხვა სამყარო: გაღვიძება“ მსახიობმა ვამპირის, სახელად დევიდის, როლი შეასრულა. იგივე პერსონაჟი იქნება ის ახალ პროექტშიც. ქალის ორი მთავარი როლის შემსრულებლების შერჩევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
წინამდებარე სურათის პროდუსერები აღნიშნავენ, რომ ახალი სიუჟეტი ჩვენთვის კარგად ცნობილ „სხვა სამყაროს“ საზღვრებს გააფართოვებს.
ფილმის გადაღებები მომავალ გაზაფხულზე დაიწყება. ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი პროექტის სცენარს კორი გუდმანი დაწერს.
მასალის გამოყენების პირობები