Google-მა კალიფორნიული კომპანია Lift Labs-ი იყიდა,რომელმაც „ჭკვიანი“ კოვზი, Liftware, გამოიგონა - მოწყობილობა, რომელიც პარკინოსონით და სხვა დაავადებებით ავადმყოფებისთვის არის განკუთვნილი. გარიგების დეტალები არ ხმაურდება.
Liftware, Lift Labs-ის ძირითადი პროდუქტია. ის ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: სახელურისგან, სტაბილიზაციისთვის საჭირო მოწყობილობით და დამაგრებული კოვზისგან, ან ჩანგლისგან.
Liftware-ს საშუალებით შესაძლებელია ხელის კანკალის კომპენსირება. მისი საშუალებით, ადამიანებს, რომლებსაც ხელი უკანკალებთ, დამოუკიდებლად ჭამა შეუძლიათ.
„ჭკვიანი“ კოვზის გარდა, კომპანიამ შეიმუშავა სპეციალური აპლიკაცია iPhone-თვის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ხელის კანკალის ამტლიტუდის გაზომვა.
მოსალოდნელია, რომ Lift Labs-ი, განყოფილება Google X-ში შევა. ეს განყოფილება კი პერსპექტიული პროექტებით არის დაკავებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ Liftware-ს საშუალებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება იქნება შესაძლებელი.
ამ ბოლო დროს, Google აქტიურად თანამშრომლობს მედიცინასთან. ამ წლის ივლისში ტექნოლოგიურმა გიგანტმა ხელშეკრულება გააფორმა ფარმაცევტულ კომპანია Novartis-თან და თანამშრომლობის ფარგლებში ისინი დიაბეტით დაავადებულებისთვის სპეციალურ კონტაქტურ ლინზებს გამოუშვებენ.
მასალის გამოყენების პირობები