რუბრიკები
ზუგდიდის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს (ვიდეო)
ზუგდიდის ყველა საჯარო და კერძო  სკოლაში  სასწავლო პროცესი დაიწყო . ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გონელ პაპავამ განუცხადა. მისივე განმარტებით, სარემონტო სამუშაოები 18 საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა, აქედან 8 სკოლის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. გონელ პაპავამ აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტს  გარკვეული სახის პრობლემები აქვს, რომლთა მოსაგვარებლად ცენტრი  უკვე მუშაობს. „განათლების სამინისტრო  სკოლების მომსახურების ქვეპროგრამის ფარგლებში,  ტრანსპორტის მომსახურეობას 39-ვე საჯარო სკოლის 3 400 მოსწავლეზე ახორციელებს , მაგრამ დაგვრჩა დამატებითი ხაზებით -  19 სკოლის 787 ბავშვი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაეგზავნა შესაბამისი მოთხოვნები, მაგრამ გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე ვერ აფინანსებენ. ამისთვის საჭიროა 18 ათასი ლარი და სკოლების ფუნქციონირებას ხელი რომ არ შეეშალოს,  დაფინანსების მოთხოვნით კვლავ მივმართეთ “- აცხადებს გონელ პაპავა. ზუგდიდის #1  საჯარო სკოლის დირექტორის ნინო გოგინავას თქმით, ისინი ახალ სასწავლო წელს მომზადებულები შეხვდნენ და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამასთან, ახალი სასწავლო წლის დაწყება #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ზუგდიდის ვიცე-მერმა გია გულორდავამ მიულოცა. მან ასევე სკოლაში არსებული  რესურს ოთახი დაათვალიერა , რომელიც მერიის დაფინანსებით მოეწყო. ზემოაღნიშნული რესურს ოთახით სხვა მოსწავლეებთან ერთად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ისარგებლებენ, სადაც მათთვის ადაპტირებული გარემო შეიქმნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.