ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, მოწყენილობისგან თავის დასაღწევად, დღეში ათ ბოთლზე მეტ ალკოჰოლურ სასმელს სვამს. ის ამის შესახებ თავად გამოტყდა გამომცემლობა Le Soir-თან ინტერვიუში.
„თუ სმას ვიწყებ, მაშინ ისე არ ვსვამ როგორც დანარჩენები. შემიძლია დავლიო 12,13,14 ბოთლი დღეში. ერთხელ ექიმებმა მთხოვეს ალკოჰოლის მოხმარების ჩემი დონის აღწერა და ვუთხარი, რომ ხანდახან ვსვამ. ძირითადად, დილის 10 საათამდე შამპანიურით ან ღვინით ვიწყებ. ამას ნახევარი ბოთლი შამპანიური ან პასტისი მოჰყვება. ამის შემდეგ, ვსადილობ და ორ ბოთლ ღვინოს ვაყოლებ. დღის მეორე ნახევარში, 17 საათამდე ვსვამ შამპანიურს, ლუდს და პასტისს. საღამოს კი დამატებით არაყს ან ღვინოს ვიღებ“, – განაცხადა მან.
ამასთან ერთად დეპარდიე გამოტყდა, რომ ოპერაციის შემდეგ იძულებულია ფრთხილად იყოს.
„ჯერჯერობით სიკვდილს არ ვაპირებ. დიდი ძალა მაქვს და ენერგიით სავსე ვარ“, – დაამატა მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ დეპარდიე საფრანგეთში ალკოჰოლური სასმლის გამოსახდელი ქარხნების მფლობელია.
მასალის გამოყენების პირობები