აბაშის რაიონში გამრიცხველიანება დასრულდა. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში"აცხადებენ ტყვირი ბოლო სოფელია , რომლითაც მთლიანად დასრულდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება აბაშის რაიონში. "ენერგო-პრო ჯორჯიამ" ევროპული ტიპის ინდივიდუალური მრიცხველები 20 სოფელში დაუმონტაჟა 9290 აბონენტს. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" განახორციელა 2 322 500 ლარის ინვესტიცია.
"აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მართალია აბაშის რაიონში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა, მაგრამ სამუშაოები სხვა რეგიონებში გრძელდება და 2015 წლისთვის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდება", – განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ავთო დვალიშვილმა.
გამრიცხველიანების სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა 0,4 კილოვოლტის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც შეიცვალა 3967 ცალი ამორტიზებული ხის ბოძები ახალი რკინა-ბეტონის ბოძებით, გაიჭიმა 541544 მეტრი სიგრძის კაბელი და აგრეთვე რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები