17 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოყვარული მხატვრის, დავით კოდუას პერსონალური გამოფენა სახელწოდებით - „ჩვენი კოლხეთი" გაიხსნება.
გამოფენა ახალგაზრდა ხელოვანის დავით ფიფიას ხსოვნას ეძღვნება.
გამოფენა საქველმოქმედოა და შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდის ანგარიშზე დაირიცხება. გამოფენა 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.
დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები