რუბრიკები
ანონსი–კონფერენცია „ხუდონჰესი: ადამიანის უფლებების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა“
2014 წლის 18 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით და ზემო სვანეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით გამართავს კონფერენციას „ხუდონჰესი: ადამიანის უფლებების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა“. კონფერენციის მიზანია, შედგეს დიალოგი საექსპერტო, სახელისუფლებო და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებს შორის ხუდონჰესის პრობლემატიკის ირგვლივ. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში ია თიკანაძე. კონფერენციაზე განიხილება – პროცესის გამჭვირვალობასა და ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი; რამდენად არის დარეგულირებული საკუთრების უფლების საკითხი; ხომ არ არღვევს ჰესის მშენებლობა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას; რამდენად არის დაკმაყოფილებული მოქალაქეთა მონაწილეობა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – შენარჩუნებისა და განვითარების უფლება. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ: სახალხო დამცველის აპარატის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მისამართი: მესტია, პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი“, ერეკლე ფარჯიანის N25.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.