2014 წლის 18 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით და ზემო სვანეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით გამართავს კონფერენციას „ხუდონჰესი: ადამიანის უფლებების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა“.
კონფერენციის მიზანია, შედგეს დიალოგი საექსპერტო, სახელისუფლებო და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებს შორის ხუდონჰესის პრობლემატიკის ირგვლივ.
ღონისძიებას გახსნიან საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში ია თიკანაძე.
კონფერენციაზე განიხილება – პროცესის გამჭვირვალობასა და ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი; რამდენად არის დარეგულირებული საკუთრების უფლების საკითხი; ხომ არ არღვევს ჰესის მშენებლობა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას; რამდენად არის დაკმაყოფილებული მოქალაქეთა მონაწილეობა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – შენარჩუნებისა და განვითარების უფლება.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ: სახალხო დამცველის აპარატის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მისამართი: მესტია, პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი“, ერეკლე ფარჯიანის N25.
მასალის გამოყენების პირობები