“ოქროს გლობუსის” რიგით 72-ე დაჯილდოვებაზე ჯორჯ კლუნის სესილ დემილის სახელობის პრიზს გადასცემენ. ცერემონია 11 იანვარს გაიმართება და მას თინა ფეი და ემი პოელერი გაუძღვებიან.
ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის გასულ წლებში უკვე გადაეცათ ვუდი ალენსა და ჯუდი ფოსტერს. რაც შეეხება თვითონ კლუნის, ის ოთხი “ოქროს გლობუსის” მფლობელია და აღნიშნულ ნომინაციაზე 13-ჯერ იყო წარდგენილი. შეგახსენებთ, რომ მან, ასევე, ორჯერ დაიმსახურა ოსკარი. მეორე მათგანი 2013 წლის გამორჩეულად წარმატებულმა სურათმა “არგომ” განაპირობა.
ჯორჯ კლუნის 40-ზე მეტი ფილმითა და სატელევიზიო შოუთი ვიცნობთ. ასევე, არის რეჟისორი ხუთი ნამუშევრისა. ფართო საზოგადოებამ მსახიობი შეიყვარა ტელესერიალიდან “E.R.”…
მასალის გამოყენების პირობები