საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისთვის ანაკლიის მომავლის ბანაკში ორკვირიანი პროგრამის განხორციელება დაიწყო.
მათი დახვედრის საზეიმო ცერემონია ანაკლიაში წუხელ გვიან ღამით გაიმართა.
პროგრამა 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებითვია 15 დღიან სოციალურ რეაბილიტაციას მოიცავს. უკრაინელი ახალგაზრდები სპორტულ აქტივობებსა და ინტელექტუალურ თამაშებში ჩაერთვებიან.
სოციალური პროგრამა მათთვის სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ შეიმუშავა და ის დაზარალებული ბავშვების რეაბილიტაციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ახალგაზრდების ყველა ხარჯს ქართული მხარე დაფარავს.
მასალის გამოყენების პირობები