“ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლაშა დამენიამ რადიო “ათინათთან” საუბრისას დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა სამეგრელო ზემო–სვანეთის გუბერნატორის პოსტზე განიხილება.
ლაშა დამენიას განცხადებით ჯერ–ჯერობით მხოლოდ კონსულტაციები მიმდინარეობს და ეს საკითხი ოფიციალურად გადაწყვეტილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა გურამ მისაბიშვილმა დაკავებული პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” სახელით სენაკის მაჟორიტარ დეპუტატობაზე კენჭისყრა გადაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები