ინგრედიენტები:
კვერცხი 4
ფქვილი 80 გ
შაქარი 5 ს.კ
კაკაო 20 გ
სახამებელი 20 გ
სოდა 1/4 ჩ.კ
კრემი:
მანანის ბურღული 6-7 ს.კ
რძე 500 გ
ვანილი
შაქარი 200 გ
ქოქოსის ფანტელი 250 გ
დარბილებული კარაქი 200 გ
ნაღები 35 % 200 მლ
მომზადების წესი:
გავცრათ ფქვილი, კაკაო, სახამებელი და სოდა. კარგად ავურიოთ. ცილისგან მოვამზადოთ ბეზე, დავამატოთ 2 კოვზი შაქარი და კიდევ ავთქვიფოთ სანამ სიპრიალეს არ შეიძენს.
გულები 3 კოვზ შაქართან ერთად ავთქვიფოთ გათეთრეამდე და შევურიოთ ბეზეს. შემდეგ ფრთხილად გადავურიოთ ფქვილიანი ნარევი.
ფორმებს წავუსვათ ცხიმი და გავანაწილოთ ცომი, 1.5 ს.კ ოდენობით. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.
შიგთავსი, უმჯობესია, მოვამზადოთ წინასწარ, რომ კერგად გაციება მოასწროს. ავადუღოთ რძე, დავამატოთ მანანის ბურღული და ვანილი. მოვხარშოთ, თან კარგად ვთქვიფოთ, რომ კოშტები არ დარჩეს.
დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად და შევათქვიფოთ გაგრილებული მანანის ფაფა. თქვეფისას დავამატოთ ქოქოსის ფანტელი და შევდოთ მაცივარში. გაციებული მასა უნდა გავანაწილოთ ბისკვიტებზე. ავიღოთ ხელით პატარა გუნდა, დავაბრტყელოთ და ჩავდოთ 2 ბისკვიტს შუა. გარედან წავუსვათ ნაღების კრემი და მოვრთოთ კაკაოთი
მასალის გამოყენების პირობები