ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოციალურ საკითხთა მომუშავე კომისია გამგებლის მოადგილის გურგენ სართანიას ხელმძღვანელობით შეიკრიბა და მოქალაქეეების მიერ შემოტანილი რამდენიმე განცხადება სოციალურ საკითხებზე განიხილა. კომისიამ შემოსულ კორესპონდენციაზე იმსჯელა და რამდენიმე ბენეფიციარს შუამდგომლობა გაუწია გუბერნიის ადმინსტრაციასთან. შემოსული წერილების ძირითადი ნაწილი სტიქიით დაზარალებულების დახმარებას და საცხოვრისით უზრუნველყოფას ეხებოდა.
კომისიის შემოადგენლობა ახალ სხდომას კორესპონდენციების მიღებისთანავე გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები