რუბრიკები
კონფერენცია მესტიაში – ხუდონჰესის მშენებლობის კანონიერების შესახებ
2014 წლის 18 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატმა დაბა მესტიაში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით და ზემო სვანეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით გამართა კონფერენცია „ხუდონჰესი: ადამიანის უფლებების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა“. კონფერენციაზე განიხილეს ხუდონჰესის მშენებლობის კანონიერების საკითხი, ადგილობრივ მაცხოვრებელთა უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის საკუთრების და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების და განვითარების უფლება. ასევე განიხილეს ხუდონჰესის პროექტი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების ჭრილში და ამ პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების დროს. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ: სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები. ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. მიუხედავად მოწვევისა, კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღიათ ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს. თუმცა, მათმა წარმომადგენლებმა საკუთარი უწყების პოზიციები დააფიქსირეს. კონფერენციას ენერგეტიკის სამინისტროს არცერთი წარმომადგენელი არ დასწრებია. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს მთავრობასა და პროექტის განმახორციელებელ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების ნაკლოვანებები და საფრთხეები, რომლებიც სახელმწიფოს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. ამასთან დღემდე არ არის დასაბუთებული პროექტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და ქვეყნის ეკონომიური სარგებელი. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას 2014 წლის 1 მარტამდე უნდა დაეწყო მშენებლობა, ამ დრომდე ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ვერცერთი ნებართვა ვერ მიიღო. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 111 შენიშვნის მიღების შემდეგ კომპანიას არ წარმოუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასების განახლებული ანგარიში. კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მიიღონ ყველა ზომა ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს პროცესის მონიტორინგის და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სახალხო დამცველის 2014 წლის 13 მაისის რეკომენდაციის შესრულებისკენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.