1. ბირმანული (მიანმარი)
ბირმანული ანბანი მრგვალი ფორმებისგან შედგება, რომლებიც ყოველთვის საათის მიმართულებით უნდა იყოს დახატული. ტრადიციულად, ასოებს პალმის ფოთლებზე წერდნენ, რომელიც მარტივად იხეოდა. ბირმანული ინდური და ლათინური წერის სისტემით ჩანაცვლდა. მიარნმარი (ამჟამინდელი ბურმა), სადაც უცხოელი ტურისტების შესვლა მკაცრად შეზღუდული იყო, ახლა დამთვალიერებლისთვის თავისუფალი ზონაა და იმ ერებს მიეკუთვნება, სადაც "კოკა კოლას" ბილბორდს ვერსად ნახავთ.
2. ცეილონური (შრი ლანკა)
ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ანბანი მსოფლიოში ცეილონურია, რომელშიც 50 ფონემაა, თუმცა მხოლოდ 28 მათგანი გამოიყენება დღევანდელ დამწერლობაში. ის ისწავლება ბუდისტურ მონასტრებში და სკოლებში. ცეილონური მშობლიური ენაა შრი ლანკის 21 მილიონიანი მოსახლეობის ნახევრისთვის.
3. ქართული
თურქეთსა და რუსეთს შორის მოქცეულ საქართველოს საკუთარი ენა და ანბანი აქვს, რომელსაც რუსული დომინაცია ემუქრება. ბოლო საუკუნეში რუსეთის იმპერიალისტურმა პოლიტიკამ საქართველოს ნახევარზე მეტი ტერიტორიის ანექსია მოახდინა. რუსეთის სურვილი, გააკონტროლოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნავთობსადენები, აგრეთვე უქმნის საშიშროებას ადგილობრივების კულტურულ დამოუკიდებლობას. ქართული ანბანი ძალიან ელეგანტურია და არაბულს გახსენებს. გამოირჩევა ბავშვური სიმარტივით, რომელიც მომრგვალებულ ფორმებშია გამოხატული.
4. ტაგალური (ფილიპინები)
ინდოურ-ევროპული ხელნაწერიდან წამოსული ტაგალური დომინანტი დამწერლობა იყო ფილიპინებში, სანამ იქ
ესპანელები გამოჩნდებოდნენ. კოლონიზაციამ ანბანის მოდიფიკაცია გამოიწვია. ადრე ქვევიდან ზევით იწერებოდა, შემდეგ - მარცხნიდან მარჯვნივ. იმის მიუხედავად, რომ ფილიპინური (ნარევი ადგილობრივი ენების და ესპანურის) ნაციონალურ ენად გამოცხადდა 1973 წელს, მისი კომპონენტები ლათინური ანბანიდანაა ფორმირებული. ტაგალური დამწერლობა კვლავ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ასე აცხადებს.
5. იავური (ინდონეზია)
ინდონეზიის კუნძულ იავზე ჩამოყალიბებული ენა მეზობელ კუნძულებზე გავრცელდა და რეგიონალური ვარიაციები შეიძინა. ბეჭდვითი მედიის პოპულარიზაციის შემდეგ, ხელისუფლებამ სცადა ანბანის სტანდარტულად ქცევა მე-19 და მე-20 საუკუნეში. ეს მცდელობა იაპონური ოკუპაციისას ჩაიშალა. მას შემდეგ ანბანში ჩაინერგა ლათინური სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა სახელმწიფომ დამწერლობა საგზაო ნიშნებზე გამოიტანა და საჯარო სკოლებში სავალდებულო საგნად შეიტანა. იავურის გასაცნობად ჯაკარტაში უნდა ჩაფრინდეთ.
მასალის გამოყენების პირობები