„მომავლის ბანაკის“ უკრაინელი სტუმრები კულტურულ-შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში ქართულ ნაციონალურ ცეკვებს ეუფლებიან. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „აჭარულის“ შესრულების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ახალგაზრდებს 16 - 30 სექტემბერს საქართველოში მასპინძლობს.
ახალგაზრდები ანაკლიაში მდებარე ,,მომავლის ბანაკში“ ისვენებენ. 110 ახალგაზრდისათვის განკუთვნილი 15-დღიანი სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელების ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს. ასევე, ქართული მხარე უზრუნველყოფს საქართველოში ტრანსპორტირების, საკვებისა და საცხოვრებლის ხარჯებს.
მასალის გამოყენების პირობები