ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე რიგით 36-ე მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში ახლგაზრდებს შორის გამარჯვებული ზუგდიდელი ნიკო ბაჯალაძე გახდა. მან ფინალში, მძიმე ორთაბრძოლის შედეგად, რუსეთის სახელით მოასპარეზე იგორ გიგაშვილი დაამარცხა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბრინჯაოს მედალი წილად პოლონელ პეტრე ხარკაბუზიკს ხვდა. ნიკა ბაჯალაძე ზუგდიდის #I საჯარო სკოლის მე 12 კლასის მოსწავლეა.
ლატვიის დედაქალაქ ვილნიუსში რიგით 36-ე მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის 14 სექტემბერს დაიწყო და ის ხვალ დასრულდება. ჩემპიონატი მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის ეგიდით ყოველ წელს იმართება და მასში მსოფლიოს 60 ქვეყნის სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები