ინგრედიენტები:
სპაგეტი 400 გ
პამიდორი 1 კგ
შებოლილი ლორი 300 გ
ხახვი 1
ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი
ლორი დავჭრათ პატარა ნაჭრებად.
პამიდორს გავაცალოთ კანი და ასევე პატარა კუბებად დავჭრათ.
ტაფაზე ცოტა ზეითუნის ზეთი გავაცხელოთ და დავბრაწოთ ლორის ნაჭრები. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 1-2 წუთი ვშუშოთ. ბოლოს ვამატებთ პამიდორს, მარილს და პილპილს. ვშუშოთ კიდევ 5-7 წუთი და დავამატოთ ალ დენტე მოხარშული სპაგეტი. კარგად ავურიო და 1 წუთში გამოვრთოთ.
მივირთვათ მაშინვე.
მასალის გამოყენების პირობები