რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხვალ, მესტიასა და ანაკლიაში სასმელი და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის შესახებ, 19-მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.
ხელშეკრულებას ხელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი, კომპანია Pfeiffer-ის რეგიონალური მენეჯერი სლობოდან ფილიპოვიჩი და საქართველოში კომპანია Protechno-ს წარმომადგენელი გიორგი ჟვანია მოაწერენ.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში დაგეგმილი სამუშოების მნიშვნელობას ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელი ქეით ჯულიანი შეაფასებენ.
მასალის გამოყენების პირობები