სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, მსჯავრდებულ რუსლან სოსელიას გაქცევის საქმეზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების 3 თანამშრომელი დააკავეს.
აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა ანდა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია.
საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები