რუბრიკები
ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ღამის მატარებელზე სავაგონო შემადგენლობა იზრდება
სს „საქართველოს რკინიგზის“ გადაწყვეტილებით, თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებლის სავაგონო შემადგენლობა 1 ოქტომბრიდან გაიზრდება. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილის, კობა ქანთარიას განცხადებით ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის სამსახურის უფროსის, დავით გელაშვილისგან გახდა ცნობილი. „ღამის მატარებელზე დღეისათვის მოქმედი შემადგენლობა ფაქტობრივად ორმაგდება. თუ ამ დრომდე მატარებლის შემადგენლობა მხოლოდ სამი ვაგონით იყო განსაზღვრული, პირველი ოქტომბრიდან მისი რაოდენობა 7-მდე იზრდება. ცვლილება მგზავრთა ნაკადის გაზრდასაც უკავშირდება. რეგიონის მოსახლეობას საშუალება ექნება ორივე მიმართულებით უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავროს. მატარებლის ვაგონები კონდიცირების სისტემით იქნება უზრუნველყოფილი.“-აცხადებს კობა ქანთარია. 
სს „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული ელექტრომატარებელი სარკინიგზო მაგისტრალიდან მოიხსნება. დღის მატარებელი,N870-869 თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით 10 აპრილიდან მოძრაობდა. ჩქაროსნული მატარებლის გრაფიკი ამგვარად იყო გაწერილი-თბილისი-ზუგდიდი (07:35-13:43) ზუგდიდი-თბილისი (17:45-23:45).
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.