ორ კვირაში „მაკდონალდსი“ ამერიკის საელჩოს წინ ახალი რესტორანის მშენებლობის დაწყებას გეგმავს.„მაკდონალდსი–საქართველოს“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა,რომ ამ ეტაპზე თბილისის მერიასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, მშენებლობა დაახლოებით 5 თვეს გასტანს და ის 2015 წლის მარტში დასრულდება.
ჭყონია აცხადებს,რომ 2015 წლის მარტში გაიხსნება „მაკდონალდსის“ რესტორანი ზუგდიდში.გარდა ამისა,მომავალ წლის დასაწყისში დაგეგმილია მარნეულში ახალი რესტორანის მშენებლობის დაწყებაც.ჯამში თბილისში 2015 წელს 3 ახალი რესტორანი გაიხსნება. ჭყონიას თქმით,ამ მიმართულებით მომავალი წლის ბოლომდე დაახლოებით 9,5 მილიონი ევრო დაიხარჯება.
საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები