ზუგდიდში ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ოფისი საზეიმოდ გაიხსნა. ოფისის პრეზენტაციას ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ორგანიზაციამ ზუგდიდის ოფისის გახსნა 20 წლის იუბილეს დაამთხვია. „საიას“ ზუგდიდის ოფისს იურისტი ნინო ხუხუა უხელმძღვანელებს. პრეზენტაციის ბოლოს სიმბოლური ტორტი გაიჭრა.
„საიას აქამდე არსებულ რვა ოფისს მიემატა მეცხრე ოფისი ზუგდიდში და დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდის ოფისი ისეთი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ხელიუფლების მონიტორინგის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, როგორც ამას დანარჩენი ოფისები აკეთებენ“, - თქვა „საიას“ თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 1994 წელს დაარსდა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება, კანონისადმი პატივისცემა, იურისტთა შორის პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება და სხვ.
მასალის გამოყენების პირობები