ინგრედიენტები:
სტაფილო, მოხარშული 600 გ
კარტოფილი, მოხარშული 300 გ
მაიონეზი 150 გ
არაჟანი 6 ს.კ
კამა 1 კონა
წითელი ხახვი 1
დანაყილი მწვანე წიწაკა და ნიორი 1ჩ.კ
მარილი
მომზადების წესი:
კარტოფილი და სტაფილო მსხვილ სახეხზე გავხეხოთ.
კამა და ხახვი დავჭრათ წვრილად. მაიონეზში ავურიოთ 3 ს.კ. არაჟანი, ნიორი და წიწაკა, გავუწყოთ მარილი და შევურიოთ გახეხილ ბოსტნეულს.
სალათა მოვრთოთ კამის ფოთლებითა და არაჟნით.
მასალის გამოყენების პირობები