სან-ფრანცისკოელი ინჟინერი რაულ ბაქსი არასოდეს გამოირჩეოდა კულინარიული ნიჭით და გადაწყვიტა კარდინალურად გამოესწორებინა თავისი ნაკლი.
ამისთვის მან შეიმუშავა სპეციალური „ჭკვიანი“ ტაფა, SmartyPan-ი, რომელზეც კერძი არ იწვება და შესანიშნავად მზადდება. ინჟინერმა თავისი გამოგონების წარმოებისთვის კრაუდფანდინგის პორტალზე, Indiegogo-ზე ფულის შეგროვება დაიწყო და სურს, რომ 17 დეკემბრამდე $90 ათასი მოაგროვოს.
ჩვეულებრივი ტაფისგან, SmartyPan-ი განსხვავდება სენსორებით, რომლებიც თვალყურს ადევნებს ტემპერატურას, ტენიანობის დონეს და პროდუქტების წონას. ტაფის მართვა შესაძლებელია სპეციალური მობილური აპლიკაციით, რომელსაც რეცეპტებიც აქვს და ახლის დამატებაც შეიძლება. აპლიკაციას და ტაფის სენსორებს შორის კავშირი Bluetooth-ით მყარდება.
ტაფის სენსორიდან მონაცემები მუდმივად გადაეცემა სმარტფონს, ან პლანშეტს და თუ რამე ისე არ მიდის, ეკრანზე სპეციალური გაფრთხილება გამოდის.
მასალის გამოყენების პირობები