სოხუმში, 23 სექტემბერს, მრგვალი მაგიდა თემაზე: «რუსულ-აფხაზური ურთიერთობები: ინტეგრაციის ახალი დონის კონტურები» გაიმართა.
მრგვალ მაგიდას რუსეთის ფედერაციის და დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგელნები ესწრებოდნენ, რომლებმაც თემასთან დაკავშირებით მოხსენებები წარმოადგინეს.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
მოხსენებების შემდეგ მრგვალი მაგიდის დამსწრეებმა დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი ჩარჩო ხელშეკრულების მომზადების შესახებ იმსჯელეს.
მასალის გამოყენების პირობები