დე ფაქტო აფხაზეთის რუსეთთან საზღვარზე ავტომობილების კილომეტრიანი რიგები დადგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საზაფხულო ტურისტული სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, დამსვენებლთა ავტომობილების დიდი ნაკადი რუსეთისკენ მიემართება.
«ყველაფერი რუსულ საგუშაგოზეა დამოკიდებული, რომელზეც საპასპორტო კონტროლის თანამშრომელთა უკმარისობაა, იქ სულ 2-3 გამშვები პუნქტი მუშაობს, როდესაც 8-9 პუნქტი უნდა მოქმედებდეს», — აცხადებს „ფსოუს“ საბაჟო საგუშაგოს უფროსი რუსლან საკანია. მისი თქმით, მსგავსი რიგები პერიოდულად იქმნება ხოლმე —„ზაფხულობით- აფხაზეთში შესვლისას და, შემოდგომის დასაწყისში - აფხაზეთიდან გასვლისას“.
მასალის გამოყენების პირობები