ინგრედიენტები:
ქათმის ფილე 400 გ
გრძელი ბრინჯი 300 გ
სტაფილო 3-4
ხახვი 3
ზეთი 100 მლ
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
ცოტა ზეთში შევწვათ ქათმის ფილე და მოვაყაროთ მარილი.მდუღარე მარილიან წყალში ჩავყაროთ გარეცხილი, ბრინჯი და მოვხარშოთ, შემდეგ კი საწურით რამდენიმე წუთის განმავლობაში გამდინარე წყლის ქვეშ დავდგათ.ღრმა ტაფაში ან ქავაბში ჩავასხათ ზეთი, დავუმატოთ დაწრილი ხახვი, მოვაყაროთ ცოტა მარილი და დავდგათ ცეცხლზე. როდესაც ხახვი გაოქროსფრდება, დავუმატოთ მსხვილად გახეხილი სტაფილო. ვშუშოთ რამდენიმე წუთი, რომ სტაფილო დარბილდეს. შემდეგ ნელ-ნელა ცავუმატოთ ბრინჯი და თან ვურიოთ. დავუმატოთ დაჭრილი შემწვარი ქათმის ხორცი, მარილი, პილპილი და ამოვურიოთ. კერძი მზადაა.
რჩევა
მარილთან და პილპილთან ერთად კერძს შეგვიძლია დავუმატოთ სხვა სასურველი სანელებლები. განსაკუთრებით მოუხდება ძირა.
მასალის გამოყენების პირობები