ანაკლიის პორტით ერთ-ერთი ამერიკული კომპანია დაინტერესდა, - ამის შესახებ ნიუ-იორკში ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადა არის 1-ელი ოქტომბერი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ვადამ გადაიწიოს.
"ანაკლიით ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული კომპანია დაინტერესდა. 1-ელ ოქტომბერს არის ბოლო ვადა ინტერესთა გამოხატვის და 1-ელ ოქტომბერს გვეცოდინება რა და როგორ. თუ იქნება მოთხოვნა კომპანიების მხრიდან, შესაძლოა ამ ვადამ გადაიწიოს, რადგან ძალიან ბევრი კითხვა აქვთ ამ კომპანიებს პორტთან დაკავშირებით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. თუმცა, მინიტრის თქმით, შეიძლება არც მოხდეს ვადის გადაწევა, რადგან რამდენიმე კომპანიას უკვე აქვს ინტერესი გამოხატული.
მასალის გამოყენების პირობები