ჰოლანდიაში ხვალ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა გაიხსნება. როგორც გამოფენის ორგანიზატორმა დალი უბილავა დე-გრააფმა განაცხადა , 26 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ქალაქ ლეიდენის პრესტიჟული გალერეა "ფრედერიკ ვან დერ ვლისტი" აფხაზეთიდან დევნილი ოთხი მხატვრის გამოფენას "ჩემი სახლი - აფხაზეთი" უმასპინძლებს.
ქართველი მხატვრების გამოფენის ორგანიზატორია ჰოლანდიური ფონდი "არტექო" და ფესტივალი "იბერია". გამოფენის ინიციატორი და მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
მასალის გამოყენების პირობები