ინგრედიენტები:
კარტოფილი 4, დიდი ზომის
ყველი გაუდა 100 გ
არაჟანი 100 გ
მარილი და პილპილი 1-2 ღერო
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ღუმელის ტაფას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
კარგად გარეცხეთ კარტოფილი და გაამშრალეთ. ჩაალაგეთ ტაფაში, მოაპკურეთ ზეთი და შეწვით ღუმელში დარბილებამდე.
პარალელურად, გახეხეთ ყველი, მისი ნახევარი შეურიეთ არაჟანს და დაამატეთ დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი.
მზა კარტოფილს მოაჭერით თავი, კოვზით ამოუღეთ ცოტაოდენი გული, შეურიეთ ყველისა და არაჟნის მასას და ისევ კარტოფილები ამოავსეთ. ზემოდან დარჩენილი ყველი მოაყარეთ და შეაბრუნეთ ღუმელში რამდენიმე წუთით, სანამ ყველი დადნება.
მასალის გამოყენების პირობები