ზამთარში თხილის ფასი, შესაძლოა, 15-დან 20 ლარამდე ავიდეს.
სამეგრელოში თხილის ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, რამდენიმე დღის წინ 1 კგ- 7,70 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი უკვე 10 ლარია. მაღალი ფასის მიუხედავად, როგორც ადგილობრივები ამბობენ, შესყიდვის მსურველთა შორის როგორც ადგილობრივი,ისე თურქი ბიზნესმენები არიან.
ხობისრაიონ სოფელ ხიბულას მცხოვრები მერაბ ნადარაია ამბობს,რომ ამ პერიოდში, თხილის ფასი ასეთი მაღალი ჯერ არ ყოფილა."გაოცებულები ვართ. ზამთარში მისი ფასი შესაძლოა, 15-20 ლარამდე ავიდეს".-ამბობს ნადარაია.
მერაბ ნადარაიას თქმით, ”წელს მოსავალი შარშანდელის ნახევარიც არ არის - გვალვამ გააფუჭა. შესაბამისად ხარისხიც არ უვარგა, თუმცა მყიდველი მაინც ბევრია”. მაღალ ფასს ნადარაია ყინვას უკავშირებს,რომელმაც თურქეთში თხილის მოსავალი მთლიანად გაფუჭა.
მასალის გამოყენების პირობები