დღეს, საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში, ზუგდიდში მოქმედ ჟურნალისტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, ძირითადად, საუბარი იყო შრომის ახალ კოდექსსა და მომავალ სამოქმედო გეგმებზე. პროფკავშირების წარმომადგენლის ინგა გვასალაიას თქმით, მიუხედავად ახალი შრომის კოდექსის მიღებისა, რომელმაც გარკვეულწილად გააუმჯობესა შრომითი უფლებები, როგორც დამსაქმებლები, ასევე დასაქმებულებიც სათანადო დონეზე არ ეკიდებიან.
ინგა გვასალია ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია ცდილობს მთავრობასთან მიაღწიოს შეთანხმებას შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც გააკონტროლებს დამსაქმებელს.
"პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებულებს და ამჯერად შევხვდით ჟურნალისტებს. პირველ რიგში თუ ჟურნალისტის უფლებები არ არის დაცული, ძნელია სხვის უფლებებზე საუბარი", - ამბობს ინგა გვასალია.
ამასთან, ინგა გვასალაიამ ზუგდიდში მომუშავე ჟურნალისტებს პროფკავშირის შექმნა შესთავაზა, რადგან, მისივე ქმით, კავშირის არსებობის შემთხვევაში, პრობლემების გადაჭრა უფრო ეფექტური და მარტივი იქნება.
ცნობისთვის, საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებები 2013 წლის 12 ივნისს შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები