ინგრედიენტები:
სოკო 500 გ
ზეითუნის ზეთი 50 მლ
ნიორი 3 კბილი
მწარე წითელი წიწაკა 1
ლიმონის წვენი 3 ს.კ
მარილი
ოხრახუში
მომზადების წესი:
სოკო გარეცხეთ, შეაშრეთ და დაჭერით. ნიორი წვრილად დაჭერით. წიწაკას ამოაცალეთ თესლი და თხელ რგოლებად დაჭერით.
ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ წიწაკა ნიორთან ერთად. დაამატეთ სოკო და განაგრძეთ შუშვა დაახლოებით 5-6 წუთი. გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაამატეთ ლიმონის წვენი, ოხრახუში, მარილი. გადაიტანეთ თეფშზე და მიირთვით თბილი.
მასალის გამოყენების პირობები