ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ აღნიშნა,რომ ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის,კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება.ღვთის განგებით,წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს,რომელიც სამასი წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული.იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა.ეს ფაქტი 326 წელს მოხდა.კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო,რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ,სოხუმის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა მამა მალხაზ ჭანტურიამ აღავლინა,მისივე თქმით,ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ ანჩისხატის ტაძრიდან საგანგებოდ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ზუგდიდში ჩამოაბრძანა,რომელსაც ტრადიციულად ყოველი წლის 27 სექტემბერს სამღვდელოება მრევლთან ერთად ენგურის ხიდზე მიაბრძანებს და ჯვრის პარაკლისს აღავლენს.
მასალის გამოყენების პირობები