მწერალი ქალბატონი “დისნეის” უჩივის და ზიანის ასანაზღაურებლად 250 მილიონ დოლარს სთხოვს! ქალი ამტკიცებს, რომ ანიმაციურმა სტუდიამ მის მიერ 2010 წელს დაწერილი ავტობიოგრაფია მოიპარა და სინამდვილეში “გაყინულს” არაფერი აქვს საერთო ჰანს ქრისტიან ანდერსენის მოთხრობასთან.
იზაბელა ტანიკუმი ასახელებს იმ მრავალ მსგავსებას, რომელიც მის წიგნსა (“ჩემი სიმართლით ცხოვრება”) და ოსკაროსან ანიმაციას შორის არსებობს. წარმოგიდგენთ ბრალდების რამდენიმე პუნქტს:
ორივე ამბავი თოვლიანი მთის სოფელში ვითარდება.
ორივე ამბავი სხვადასხვა ფერის თმიან დებზე მოგვითხრობს. ორივე მათგანს ჰყავს ცხენები.
ორივე ამბავი მოგვითხრობს საოცარ, ძლიერ დედმამიშვილურ სიყვარულზე.
ორივეგან ხდება ისე, რომ ერთი და შემთხვევით სტკენს მეორეს, რომელსაც, ტრავმის მიღების შემდეგ, მომხდარის შესახებ ავიწყდება.
ორივე ამბავში ორი მამაკაცია და ასეთი რამ ბევრ სიუჟეტში არ ხდება.
ორივეგან ვხვდებით მთვარის შუქზე განვითარებულ ისტორიებს.
იზაბელა ტანიკუმიმ 18 ასეთი “საგანგაშო” მსგავსება აღმოაჩინა და ღრმად სწამს, რომ სასამართლო პროცესს მოიგებს და თავისი ავტობიოგრაფია, რომელსაც, სავარაუდოდ, წიგნის მაღაზიების დახლებზეც ვერ შეხვდებით, 250 მილიონი დოლარის მოგებას მოუტანს!
შეგახსენებთ, რომ “გაყინული” დისნეის ოსკაროსანი მულტფილმია, რომელმაც 2013 წელს მხოლოდ კინობილეთებით 1.2 ბილიონი დოლარი მოიგო და გასული წლის მესამე ყველაზე ძვირადღირებულ სურათად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები