გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ინერნეტში გავრცელებულმა ყალბმა რეკლამამ, რომელშიც საუბარია iPhone 6-ის არარსებულ ფუნქციაზე, რომ იტენება მიკროტალღურ ღუმელში, არაერთი ახალი ტელეფონი შეიწირა. როგორც ჩანს, ბევრმა ეს დაიჯერა და მალევე სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოჩნდა შედეგებიც.
რეკლამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა Apple-მა Twitter-ის გვერდზე, სადაც ისინი მოუწოდებენ მომხმარებლებს, არ მიიღონ გავრცელებული რეკალამა სერიოზულად, რადგან ტელეფონის მიკროტალღურ ღუმელში მოთავსება მას გაანადგურებს.
ინფორმაციას ავრცელებს ლოს ანჯელესის პოლიციის Twitter-ის გვერდიც. ისინი ასევე მოუწოდებენ ტელეფონის მომხმარებლებს, არ შეწვან თავიანთი ტელეფონები მიკროტალღურ ღუმელში.
მასალის გამოყენების პირობები